00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 18:20:43, 2270 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია კანადასა და ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით კანადაში გაემგზავრა. ლევან იზორია ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგულშემატკივრებს.

დაგეგმილია კანადაში საქართველოს ელჩის სახელით თავდაცვის მინისტრისა და Invictus Games-ში მონაწილე დაშავებული ქართველი სამხედროების ოფიციალური მიღება.

ტორონტოში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას ჰარჯიტ საჯანს შეხვდება, სადაც მხარეები ყურადღებას სამხედრო სფეროშო არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილებენ. 

კანადიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლიტვის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ვილნიუსში ვიზიტს ლევან იზორია ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სკვერში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართება.

ვილნიუსში ლევან იზორია მონაწილეობას კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში" მიიღებს  და პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან ერთად გამოვა.

ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან.    

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics