2017-09-22 17:31:59, 2541 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „გიჟი“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მიმართა და მას „გიჟი“ უწოდა.
ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კიმ ჩენ ინი სავარაუდოდ შეშლილია, რომელიც მშვიდად უყურებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობა შიმშილით იხოცება", - დაწერა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი „უპრეცედენტო სირთულეებს“ წააწყდება.
ცნობისთვის, მანამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ტრამპს "შეშლილი მოხუცი" უწოდა.
ავტორი: ,