|
2017-09-22 12:26:28, 2032 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ერთად გაერო-ს მდგრადი განვითარების ახალ გეგმას საქართველოს სახელით მიესალმა
„მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების სამოქმედო გეგმა" − ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო. მსოფლიოს 13 ქვეყნის მინისტრებთან ერთად გეგმის ამოქმედებას იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელით მიესალმა. შვეიცარიის, ბრაზილიის, სიერა ლეონეს, ლიხტენშტეინის, ინდონეზიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ცენტრალური აფრიკის, შვედეთის, ლიბერიის, ნიდერლანდებისა და არგენტინის მთავრობების წევრებმა ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყნებში სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის გატარებული რეფორმების შესახებ უამბეს. პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ყველა რეფორმის ამოსავალი წერტილი სამართლის უზენაესობაა. „სამი წლის წინ ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი შევქმენით, რათა უმცირესობების უფლებები მეტად ყოფილიყო დაცული; საქართველო შეუერთდა სტამბოლის კონვენციას და მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმებისა გაატარა ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის; 2013 წელს საქართველო შეუერთდა შშმ პირების გაერო-ს კონვენციას; 2015 წელს საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე მოწესრიგდა „ქუჩის ბავშვების" პრობლემა; 2015 წელს შეიქმნა ინოვაციური არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 2013 წლიდან დაიწყო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და დღეს ამაყი ვარ, განვაცხადო, რომ ბენეფიციართა მხოლოდ 3 პროცენტში დაფიქსირდა განმეორებითი დანაშაული, ხოლო 97 პროცენტი საზოგადოებას სრულუფლებიან წევრად დაუბრუნდა; 2013 წელს შემოღებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა", − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა ქართულ სოფლებსა და ქალაქებში სერვისების გაცემის მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს 47 სოფელში საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა ზუსტად იმ სტანდარტების დაცვით იღებს სახელმწიფო სერვისებს, როგორც ეს დიდ ქალაქებში ხდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ფორუმის მონაწილეებმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)