17:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:03:23, 2228 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.

მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ი აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics