00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 11:17:05, 2069 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: დღეს ღია მმართველობის კუთხით საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში

„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით. ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც  ღია მმართველობას ეხება“,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძის შეფასებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება.

ამასთან, ჯანელიძის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში.

მინისტრის თქმით დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით უმაღლეს დონეზეა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით.

მან  გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ  ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად ევროპისთვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics