|
2017-09-21 10:30:29, 2245 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან ერთად დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ მართალი – იოაკიმე, რომელიც წინასწარმეტყველ დავით მეფის გვარის ჩამომავალი იყო, და ანნა – პირველმღვდელმთავარ აარონის შთამომავალი. ეს ღვთისმოშიში მეუღლენი უშვილონი იყვნენ. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულ ასაკს, მაგრამ არასოდეს არ ჰკარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი გაანთავისუფლებდა მათ უშვილობისაგან. წმიდანები ევედრებოდნენ ღმერთს შვილს და აღთქმას დებდნენ, რომ მას მიუძღვნიდნენ ახლადშობილს ტაძარში მსახურებისათვის. ყოვლად უბიწო მარიამი იმ დროს იშვა, როცა ადამიანები თავიანთ ზნეობრივ დაცემაში უკიდურეს ზღვრამდე ივნენ მისულნი და მათი აღორძინება შეუძლებელი ჩანდა. საუკეთესო მოაზროვნენი აღიარებდნენ, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა მოვლენოდა ქვეყანას და საუკუნო დაღუპვისაგან ეხსნა თავისი ქმნილება — ადამიანი. შობა ყოვლადწმიდა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისა წმიდა ეკლესიის მიერ იდღესასწაულება, როგორც დღე საყოველთაო-საკაცობრიო სიხარულისა. ამ უნათლეს დღეს, ძველი და ახალი აღთქმების მიჯნაზე, იშვა ყოვლად კურთხეული ქალწული მარიამი, რომელსაც, ღვთის განგებით, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განესაზღვრა უდიდესი ღვთაებრივი საიდუმლოსათვის ემსახურა _ განეხორციელებინა ღმერთი სიტყვითა და ყოფილიყო დედა ქვეყნის მაცხოვრის, უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)