|
2017-09-20 17:56:36, 2273 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავენ. „მძიმეა გამოთხოვება, მაგრამ დავიწყება შეუძლებელია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ჩვენი თვალსაჩინო თანამემამულის, სრულიად საქართველოს და მსოფლიო დონის მუსიკალური საზოგადოების კოლორიტის, საოპერო ხელოვნების უბადლო ვირტუოზის, საქართველოს სახალხო და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის, სახელმწიფო და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელის, წლების მანძილზე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის, ჭეშმარიტი პატრიოტის, მეცენატის, დევნილთა ქომაგის, აფხაზეთის პრობლემების ჭირისუფალის, აფხაზთა და ქართველთა მეგობრობის, მშვიდობის დესპანის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო. 1993 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე ბატონ ზურაბ სოტკილავას ყველაზე დიდი ტკივილი მისი მშობლიური აფხაზეთი იყო. მიუხედავად მიპატიჟებისა მის სანატრელ სოხუმში, ის ურყევად იდგა თავის პოზიციაზე - „....ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ მე ჩავიდე სოხუმში... სანამ იქიდან გამოდევნილი 300 000 ადამიანი არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ - ეს არის ჩემი პროტესტი!“ ქვეყნის წინაშე პირნათელი და ვალმოხდილი, ჭეშმარიტი პატრიოტი და სულით ხორცამდე ქართველი შეუერთდა დიდებული წინაპრების რიგებს. ბატონ ზურაბს მისი ანდერძისამებრ ქართული მიწა მიიბარებს. მსუბუქი იყოს მისთვის სამშობლოს მიწა! აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)