|
2017-09-20 17:59:38, 2382 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება
Facebook გვერდის - „დრო მიდის, კადრები კი რჩება“ ორგანიზებით, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის აქცია-პერფორმანსი გაიმართება. აქცია-პერფომანსი თბილისში, პარლამენტის შენობის 19:30 საათზე დაიწყება. ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა გვაზავას განცხადებით, პერფომანსის მიზეზი "პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან და NATO-რუსეთი-საქართველოს ტრიადა შეიქმნას. როგორც გვაზავამ განმარტა, რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის წინააღმდეგ მსგავსი აქცია ლიტვაშიც ჩატარდა. "გვინდა ვანახოთ, რომ აქაც ისე ვაზროვნებთ, როგორც ევროპაში. ღონისძიებაზე ყველას საკუთრი, ქართული ტრადიციული საჭმლით ვიწვევთ. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მალე დაიგეგმა, ორგანიზებას ვერ ვასწრებთ. არ იქნება მაგიდები და იქვე ვიდგებით ან დავსხდებით და შევჭამთ. მე, მაგალითად, ერთი ხაჭაპური და კოკა-კოლა მიმაქვს", - აღნიშნა ორგანიზატორმა. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბრიდან "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს პარტიის ლიდერები მოსკოვში ჩასვლას და მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)