|
2017-09-20 16:22:55, 2402 ნახვა
Lifestyle
მორგან ფრიმენი: ჯაშუში ვლადიმერ პუტინი თავს გვესხმის და ეს კინოსცენარი არ არის
რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამოსაძიებლად ახალი პლატფორმა შეიქმნა, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "რუსეთის საკითხის გამოძიების" (Committee to Investigate Russia) კომიტეტი Hollywood-ის ვარსკვლავებმა და სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს. კომიტეტში ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი მორგან ფრიმენიც არის გაწევრიანებული. მან სოციალური ქსელების მეშვეობით ვიდეო მიმართვა გაავრცელა: "ჩვენ თავს დაგვესხნენ. ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ ასეთი კინოსცენარი: საკუთარი სამშობლოს მარცხით გაბრაზებული, ყოფილი აგენტი, შურისძიებას გეგმავს. სარგებლობს შექმნილი ქაოსით და პოსტსაბჭოთა რუსეთში პრეზიდენტი ხდება. ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს. შემდეგ კი მთავარ მტერს აშშ-ს ამოიღებს სამიზნეში. როგორც "კა-გე-ბე"-ს ჭეშმარიტი აგენტი ის იყენებს კიბერიარაღს მსოფლიოში დემოკრატიებზე თავდასხმისთვის. იყენებს სოციალურ ქსელებს პროპაგანდის გავრცელებისთვის, ცდილობს დემოკრატიული საზოგადოების წევრებს მედია საშუალებებისადმი ნდობა დააკარგვინოს. საბოლოოდ ის გაიმარჯვებს. ეს ჯაშუში - ვლადიმირ პუტინია და ეს კინოსცენარი არ არის", - აღნიშნა ფრიმენმა. მან ასევე მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოსახლეობას დაელაპარაკოს და სიმართლე თქვას. "ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტი თავის კაბინეტში მაგიდასთან დაჯდეს და გვითხრას: ჩემო ამერიკელებო, ბოლო არჩევნების დროს რუსეთის ხელისუფლება თავს დაგვესხა. მე მოვიწვიე კონგრესი და ჩვენი საზოგადოება იმისათვის, რომ ყველა არსებული რესურსით გამოვიძიეთ, თუ როგორ მოხდა მსგავსი თავდასხმა. თავისუფალი სამყარო ჩვენზე იმედებს ამყარებს, როგორც ლიდერ სახელმწიფოზე. 241 წლის განმავლობაში ჩვენი დემოკრატია მსოფლიოსთვის მაგალითი იყო. ამით იმ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც ამ დიდი ერისთვის იბრძოდა, რათა დემოკრატია დაეცვა. ვალდებულები ვართ ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს შევინარჩუნოთ", - განაცხადა მორგან ფრიმენმა. მედიის ცნობით, კომიტეტის ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელებში უკვე ათასობით მხარდამჭერი ჰყავს. კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება იქნება არა კომერციული და მათი მთავარი მიზანია "გაარკვიონ რუსეთის მიერ განხორციელებული მუდმივი გამოხტომები აშშ-ის დემოკრატიის დასამცირებლად".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)