23:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 15:28:48, 1974 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

,საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" კვლევას ეხმაურება და ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს ან არაკომპეტენტურობას, ან მიზანმიმართულ ტყუილს.

„კაპიტანი გიგაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ამით კანონს არღვევენ. სიგნალები იყო, რომ ყველა საპარლამენტო ძალა ცუდია, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა. „ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის დაცვას არ შევუდგები, მაგრამ გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის არ გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით, თუმცა ისინი დაჟინებით ფორმაში ამტკიცებდნენ, რომ თურმე, დიმიტრი ხუნდაძეს ბიზნეს საქმიანობა აქვს. საუბარია, წინა საუკუნეში 30 კვადრატში დარეგისტრირებულ კვების ობიექტზე, რომელიც დიდი ხანია დახურულია", - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ფრაქცია „ქართული ოცნების" ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის არასამეწარმეო საქმიანობაზე.

„თურმე, მამუკა მდინარაძე 2005 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და თურმე, ესეც ახალი აღმოჩენა ყოფილა. ეს ცალსახა ცილისწამებაა, რომელსაც გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა. ეს არის არაკომპეტენტურობა, ან მიზანმიმართული ტყუილი. არაკომპეტენტურობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ თუ რეალურად სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მოეძიებინათ, ინფორმაცია ისინი აუცილებლად ნახავდნენ საგადასახადო სისტემებში მიმართულ წერილებს სადაც დეპუტატებმა უფლებამოსილების შეჩერებაზე თხოვნით მიმართეს საგადასახადო სისტემებს. ქალბატონ ეკას მოვუწოდებ, რომ თუ არ უნდათ, მათ მუდმივად არაკომპეტენტურობის სახელით და მატყუარების იმიჯით იარონ, ამ ფაქტების დადგენაში ჩვენც მივეხმარებით, ოღონდ, ჩამოთვლილი ერთ-ერთი დეპუტატის საქმიანობა მაინც დაამტკიცონ, რომ ისინი სამეწარმეო საქმეს ეწევიან და დეპუტატის უფლებამოსილებას არღვევენ", - განაცხადა ზარდიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics