|
2017-09-20 14:44:33, 2136 ნახვა
საზოგადოება
ლელა ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლელა ქებურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა. დეპუტატის თქმით, პრობლემის აღმოფხვრაში არამხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული. „მართლა უხერხულობას მიქმნის ის, რომ ყოველ ჯერზე პერფორმანსის დადგმა და ჩატარება მჭირდება, რომ თქვენი ყურადღება ჩემი რეგიონის მთავარ პრობლემას მივაპყრო. ცინიზმია, ის განცხადება, რაც სეს-ის წარმომადგენელმა დღეს პრესკონფერნციაზე გააკეთა. რა წყევლა გაქვთ მართლა ასეთი, რომ ყველაფერს ამოტრიალებულად და უკუღმა ახორციელებთ. დღეს როდესაც მავნებელი, პარაზიტი მეტასტაზივით მოედო მთელი სამეგრელოს სოფლებს და თქვენ მოსახლეობისთვის გაქვთ პასუხი ის, რომ თურმე შესაწამლ პრეპარატს დაურიგებთ. მართლაც უპრიანი იქნებოდა ამ შესაწამლი პრეპარატის დარიგება საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს როდესაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაზე. ახლა კი ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე 40 ერთეული ტექნიკა მუშაობს, თურმე ავიაციაა ჩართული, ნუთუ ზუგდიდის რომელიმე სოფელში არ გამოჩნდა ეს ტექნიკა ან რა ტექნიკა გყავთ ან რა ავიაცია გყავთ ისეთი, რომ კაციშვილი ამას ვერ ხედავს. რა პასუხს აძლევთ უკვე დაზარალებულ მოსახლეობას?“, -მიმართა ქებურიამ უმრავლესობას.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)