|
2017-09-20 12:03:52, 2254 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტით ფორდჰემის უნივერსიტეტი დაინტერესდა
18 სექტემბერს, ნიუ იორკში, ფორდჰემის საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებაზე საქართველოში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მაგალითი განიხილეს. საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორთა ინიციატივით, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზეც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან გაეროს პროგრამები და ფონდები: UNDP, UNICEF და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მომხსენებლები, ექსპერტები, აკადემიური წრეების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, საპილოტო თუ რეალურ რეჟიმში ამოქმედებულ პროექტებს მიმოიხილავენ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა საქართველოთი ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტის ორგანიზატორთა დაინტერესება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)