16:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 18:03:28, 2126 ნახვა

საზოგადოება
ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო. მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics