|
2017-09-19 17:53:53, 2088 ნახვა
საზოგადოება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ინციდენტებზე გამახვილდა ყურადღება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავაც მკაფიოდ დასვეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. საუბარი შეეხო 2017 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების, ასევე ბოლო პერიოდში საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და შამგონას მიმდებარედ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული უკანონო ქმედებები არღვევს ადგილობრივების თავისუფლად გადაადგილების უფლებას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სუს-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ასევე ისაუბრეს, გასული სასწავლო წლის პერიოდში ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილ პრობლემებზე და სამომავლოდ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის თავისუფლად გადაადილების აუცილებლობაზე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)