|
2017-09-19 15:44:14, 2493 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს ლუსილა მაკლოჰანსა და ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს სამსახურის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე აქცენტი იმ საკითხებზე გაკეთდა, სადაც უფრო სჭირდება დახმარება შემოსავლების სამსახურს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რათა უფრო გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდეს მისი მომსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)