|
2017-09-19 11:35:01, 1801 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა - განვლილი ტურის მიმოხილვა
16-17 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, “მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგ ტურს უმასპინძლა. უმაღლესი ლიგა ტურის ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდა გათამაშების ლიდერი „უქიმერიონი“ და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი „ნახალოვკა“. თამაშის საწყისი წუთები ორმხრივ შეტევებში წარიმართა. მატჩის მე-8 წუთზე გიორგი ჩივაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და ნახალოვკა დააწინაურა, აღნიშნული ეპიზოდის შემდგომ „უქიმერიონმა“ თამაშის სადავეები ხელთ იპყრო და პირველივე ტაიმის 15 წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს, რასაც კიდევ 4 გოლი მიაყოლა და საბოლოოდ მატჩი უქიმერინის გამარჯვებით ანგარიშით 7:2 დასრულდა. ბრწყინვალედ გაისარჯა „უქიმერიონის“ თავდამსხმელი გიორგი ნათიძე, რომელმაც პოკერი შეასრულა და უმარლესი ლიგის ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. საინტერესო გამოდგა სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი გუნდების „ვაზის უბნისა“ და „კვარტალის“ დაპირისპირება, სადაც პირველი ტაიმი დასრულდა „ვაზის უბნის“ გამარჯვებით 2:0. თუმცა, მეორე ტაიმში მატჩის სცენარი მთლიანად შეიცვალა და უმძიმეს ბრძოლაში „კვარტალმა“ მოახერხა 2 ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და მატჩში გამარჯვების მოპოვება. ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონატის ბოლოადგილოსანმა „ბასკიმ“ შესანიშნავად დაიწყო სსგ „აფხაზეთთან“ მატჩი და 2-ჯერ მოახერხა თამაშში დაწინაურება, თუმცა სსგ „აფხაზეთმა“ მაინც მოახერხა მეტოქის გატეხვა და დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა აქტივში. დაძაბული გამოდგა „სეუ“-სა და „დიდუბის“ დაპირისპირებაც, სადაც ორივე გუნდს ჰქონდა უამრავი მომენტი, თუმცა „სეუმ“ მატჩის მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მიითვალა აქტივში. ყველასთვის მოულოდნელად „ტტც“-მ ძალიან მარტივად მოახერხა „35-ე თბილისის“ დამარცხება ანგარიშით 5:0, რის შედეგადაც გამოიკვეთა უმაღლესი ლიგის 2 აუთსაიდერი, (ბასკი და 35-ე თბილისი) რომლებიც სავარაუდოდ დაქვეითდებიან პირველ ლიგაში.) მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები პირველ ლიგაში. საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა, ”ბასიანსა” და ”ქომაგებს“ შორის, რომლებიც იბრძვიან ექვსეულში ადგილის დასამკვიდრებლად. საბოლოოდ გამარჯვება „ბასიანმა“ მოიპოვა ანგარიშით: 6-3. აღსანიშნავია რომ ამ შეხვედრაში ორმა ფეხბურთელმა ჰეთტრიკი გაიფორმა, ლაშა გურგენიძემ „ბასიანიდან“ და ლევან ბერიძემ „ქომაგებიდან“. დიდი ანგარიშით გაიმარჯვა „ბასამ“ „დანილენდის“ წინააღმდეგ, სადაც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა „ბასას“ თავდამსხმელმა ლუკა გოგუაძემ, რომელმაც გაიტანა შვიდი გოლი დანილენდის კარში. ცხრილის სათავეში მყოფ „სასამართლოს“ არ ჰქონდა იოლი გასეირნება “ტც მილანთან“. თუმცა, საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა „სასამართლოს“ სასარგებლოდ 3-1. დიდებული ტური გამოუვიდა პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „დადიანსაც“, რომელმაც 5-0 დაამარცხა „ტაბახმელა“. შესანიშნავი ტური გამოუვიდა „ გლდანს“, რომელმაც არ დაინდო „ვენდისი“ და ანგარიში 9-1 დააფიქსირა. ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა „პლატინუმმა“, რომელიც წრის განახლებამდე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, ხოლო „უქიმერიონ 1960“-ის წაგების შემდეგ ჩამოქვეითდა მეექსვე ადგილზე. აღსანიშნავია „არისტოკრატების“ სტაბილური მოგებათა სერია, რომლებმაც იოლი გამარჯვება მოიპოვეს „თბილისი სიტისთან“ და გადაინაცვლეს მესამე ადგილზე. თბილისის პირველ ლიგაში შესაძლებელია, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე ვერ გაირკვეს. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“ ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტპორტალები: „sportstar.ge” „მსოფლიო სპორტი“ “goal.ge” “1news.ge”; “epn.ge” “ავტორადიო“ რადიო „ჯაკო“ თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)