16:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 17:26:20, 2379 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია

„ბავშვების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ქართული ოცნების" პარტიული დროშებით ფოტოს გადაღების ფაქტს.

„უნდა იქნეს შესწავლილი ეს საკითხი და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics