15:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 15:35:32, 2139 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია ჩინეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარია 2017 წლის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სატრანზიტო როლზე რეგიონში. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს გახდეს აბრეშუმის გზის ინიციატივის ძირითადი პლატფორმა და ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და თურქეთთან გააფორმა. გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებები დაიწყება ჰონგკონგთან და ინდოეთთან.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს, დსთ ქვეყნებსა და თურქეთს. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგკონგთან. არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი დაშვება მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, ევროპის, აზიისა და და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე სტრატეგიულად განლაგებულ საქართველოს  პოტენციალი გააჩნია გახდეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის საკვანძო პლატფორმა და დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. "შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის ჩამოყალიბებას რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ჰაბად" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics