|
2014-12-31 11:46:32, 4969 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მისალოცი ბარათები და საახალწლო საჩუქრები: სათამაშოები, ტკბილეული, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა პატარებსა და მათ მშობლებს სამინისტროს ფოიეში, საახალწლო ნაძვის ხესთან, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა გადასცეს. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ სტუმრებს ნოდარ ხადურმა და გიორგი თაბუაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვები მათთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილზე - მთაწმინდის პარკში წაიყვანეს. პატარებმა მოინახულეს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი, ისრიალეს საციგურაო მოედანზე და დაესწრნენ ილუზიონისტების წარმოდგენას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)