|
2017-09-18 13:51:43, 2117 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს
როგორ შეიქმნას თანამედროვე სააღსრულებო სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური და ევროპულ სტანდარტებზე კიდევ მეტად მორგებული იქნება − ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან გამართა. თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და აღსრულების პოლიციელებს ახალი სააღსრულებო კოდექსის ნოვაციები გააცნო. მინისტრის განცხადებით, დროა, საქართველოს სააღსრულებო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს და ის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს კიდევ მეტად მოერგოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს და ის შემდგომი საჯარო განხილვებისთვის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფებს წარედგინება. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციელები ყველა ტერიტორიული ბიუროდან საქართველოს მასშტაბით.
(NS)
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)