|
2017-09-16 10:55:19, 2139 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკთან საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით წარსდგა, რომელშიც მან მსოფლიო ბანკთან წარმატებულ ურთიერთობებსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საზეიმო მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა, ასევე დაესწრო და მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა. საზეიმო მიღების მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები, მოისმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიდეომისალმება. მიღება საქართველო-მსოფლიო ბანკის 25-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი საზეიმო დღის წესრიგის ბოლო ღონისძიება იყო. (NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)