|
2017-09-15 14:35:07, 2149 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება: ლონდონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის არ მიუმართავთ
ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ვინაიდან შეტყობინება საელჩოში არ შესულა, შესაბამისად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სადგურზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავა, ზოგ მათგანს სახის სხვადასხვა დაწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანზრე-მაშველები და ექიმები მუშაობენ. გადაკეტილია როგორც სადგური ასევე მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა სარკინიგზო 2 ხაზი გადაკეტეს. მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად განიხილება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)