|
2017-09-15 12:11:56, 1949 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით, საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმმა უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია გახლდათ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და გაეფართოვებინათ საქმიანი კონტაქტები. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ, ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები, სადაც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნონ. საქართველოს ბანკს, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მათ შორისაა პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს აფინანსებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით“,-განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა. საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიც არის: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდენციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში. გამომსვლელებმა ასევე ჩაატარეს ე.წ. მასტერკლასები დამსწრეთათვის, ფორუმის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. „ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანების“ სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“,-აღნიშნა „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ. „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 33.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 31.5%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.5%) მიხედვით (2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.2 მილიონ კლიენტს 275 სერვისცენტრის, 827 ბანკომატისა და 2,789 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:ნ www.bog.ge გლობალური ბიზნეს ფორუმი „საქმიან ქალთა გაერთიანების“ მიერ არის ორგანიზებული. UBL-ის გუნდი ერთად მუშაობის 10 წელს ითვლის და შედგება წარმატებული, შემდგარი ქალბატონებისგან. UBL წარმატებით თანამშრომლობს ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
(NS)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)