|
2017-09-15 11:43:07, 1958 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ პროექტში ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ მონაწილეობა მიიღო
სასტუმრო „კოპალაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ განახორციელა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. შეხვედრები ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან გაიმართა, სამშვიდობო ინიციატივებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩატარდა მასტერკლასები. ასევე, საღამოზე „ქართული კალიგრაფიისა“ და „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის“ გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. პროექტის პარტნიორები იყვნნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე“, სასტუმრო „კოპალა“ (წყნეთი), კომპანიები „პროფილი“ და „მარიგოლდი“. პროექტს შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა. (NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)