|
2017-09-15 10:26:52, 2195 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რას მიირთმევენ ბავშვები
ვიცე პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მინისტრის თქმით, აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რას მიირთმევენ ბავშვები და როგორ იკვებებიან ისინი. ამასთან, ჯეჯელავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სკოლებში გაუმჯობესებული ბუფეტი დახდებათ, სადაც არ იქნება შაქრიანი და მარიალიანი პროდუქტები. „300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს დახვდება გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 6 ახალი სკოლა დახვდება მოწაფეებს. დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი , სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები, დახვდებათ სპორტული აქტივობა თვისობრივად უფრო შეცვლილი და გაუმჯობესებული, გადამზადებული მანდატურები. კონკრეტულად ვაშლები ამ შემოდგომის და ზამთრის ამბავია, მაგრამ შემდეგ პერიოდებშიც იქნება ასეთ აქტივობები, რომელიც იქნება გამიზნული ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად,“-განაცხადა ჯეჯელავამ.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)