14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 18:51:47, 2129 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი დასრულდა

13-14 სექტემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა.

ფორუმის დახურვას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის ფორუმი სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“, ორიენტირებული იყო იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე.

„შევაჯამეთ ორდღიანი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მდიდარი გამოცდილება ჩამოიტანეს ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა ქალაქებიდან. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც არამხოლოდ გამოცდილების  ურთიერთგაზიარებაში გამოიხატება. მათ შორის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამა, რაც გულისხმობს ზოგადად მერიების და მერების როლს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებისთვის. ეს ინდიკატორები ყველამ გავითავისეთ, ყველამ მივიღეთ და ერთხმად შევთანხმდით იმაზე,რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს ადგილობრივი  ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საზოგადოება ჩვენს ქალაქებში ცხოვრობდეს უფრო მეტად კომფორტულად, უფრო უკეთეს და ჯანსაღ გარემოში და იყვნენ ეკონომიკურად უფრო უზრუნველყოფილნი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკით გამოირჩეოდა. ფორუმში მონაწილეობდა ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.

გაიმართა16თემატური სესია შემდეგ თემებზე:ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები,მიზნები დახედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა.

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენაგაიმართა. თბილისს მიენიჭა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics