|
2017-09-14 17:38:17, 2185 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ზებრა გაჩნდა
თბილისის ზოოპარკში ზებრა გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ჩვენს ზოლებიან ბინადრებს ოჯახში მატება აქვთ - ბიჭი გაუჩნდათ. დედას უფრო ჰგავს, თუ მამას? ორივეს თანაბრად. დედა უფრო უყვარს, თუ მამა? ალბათ უფრო დედა - გვერდიდან არ შორდება და სულ მის უკან დაჩინდრიკობს. მოშივდება? მიუცუცქდება, მოწოვს ძუძუს და დანაყრებული იქვე, ფეხებში უწვება დასასვენებლად. დედაც ყურადღებას არ აკლებს. მკაცრად ადევნებს თვალყურს ოჯახის წევრებსა და მეზობელ კამერუნის თხებს და ვაი იმის ბრალი, ვინც შემთხვევით ხმის აწევას გაუბედავს პატარას", - წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა გვყავს. აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, რომლებშიც მდედრების ჰარემი წამყვან მამრს ემორჩილება. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)