14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:33:50, 2087 ნახვა

საზოგადოება
საგარეჯოში ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩაერთო.

უწყების ცნობით, დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები საგარეჯოს რაიონის მეფუტკრეებს შეხვდნენ და ადგილობრივებს ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, საშემედგომო სამუშაოებისა და ფუტკრის საკვები ბაზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სპეციალისტებმა  მეურნეობებიც დაათვალერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.

მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტადარტების შესახებ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობის მიმართულებით ყველაზე განვითარებული რეგიონებია აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას  მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics