05:20 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 15:23:03, 2316 ნახვა

მსოფლიო
სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი, 33 წლის იური ნიკიფოროვი მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა.

როგორც სააგენტო წერს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშოაბენ, ხოლო ნიკიფოროვის ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. სამართალდამცველები გარდაცვალების მიზეზს არკვევენ. ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით უცნობია. 

მედიაში ასევე გავრცელდა, ჟურნალისტის გარდაცვალების არაოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც მან თავი მოიკლა და მისმა მეუღლემ ის სახლის ეზოში ჩამოკიდული იპოვა.

გარდა ამისა, „ინტერფაქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ალექსეი გორშკოვის თქმით, ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობა იყოს.

„გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ კომენტარი სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, ჩვენი თვალსაზრისით, ეს უცნაური ისტორიაა. არც კოლეგებსა და არც ახლობლებს ამ ვერსიის დამადასტურებელი ნიშნები არ შეუნიშნავთ. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დეტალურად ჩატარდება“, - განაცხადა გორშკოვმა.

ცნობისთვის, იური ნიკიფოროვი სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორად 2014 წლიდან მუშაობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics