12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 15:12:18, 2306 ნახვა

საზოგადოება
დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

ოქიტაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზად მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ასახელებს. 

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათი ერთიდაიგივე ლაპარაკი ისმის, რომ ვარ სამთავრობო კანდიდატი. ეს იყო ბრალდება. ჩემი თვითმიზანი არ იყო პროფკავშირები თავმჯდომარე გავმხდარიყავი.  ჩემი მიზანი იყო პეტრიაშვილის შესახებ ხალხს გაეგო. ჩემი კანდიდატურის მოხსნით მტკიცდება რომ მე არ ვიყავი სამთავრობო კანდიდატი“,- განაცხადა მან. 

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა იმართება, რომელზეც გაერთიანების თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კანდიდატები არიან ირაკლი პეტრიაშვილი და ამირან ზენაიშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics