|
2017-09-13 21:32:50, 1934 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 სექტემბრის ანონსი
14 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფედერალური კანცლერის სამსახურში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს, კნუტ აბრაჰამს შეხვდება. თბილისის პარლამენტი, არჩილ თალაკვაძის სათათბირო ოთახი 14 აგვისტოს, 12:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისის ახალ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრას გამართავენ. 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება. 14 სექტემბერს, 15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „კოპალაში“ (წყნეთი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ დავით შუკაკიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება, რომლის ინტერესებსაც სასამართლოზე „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დაიცავს. 14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვაკის პარკში (აბაშიძის მხრიდან) კონცერტი გაიმართება, ხოლო 20:00 საათზე თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)