|
2017-09-13 17:16:09, 2075 ნახვა
საზოგადოება
„ეთნიკური ქართველი“ - ემზარ კვიციანი პარლამენტს ახალი ჩანაწერის გაკეთებას სთავაზობს
„ეთნიკური ქართველი – პირი, რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად“ - ამ ჩანაწერის ასახვას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი მოითხოვს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების მიზანი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადის 10-წლიანი ვადით შეცვლაა. "გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. კვიციანმა კანონპროექტი "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძესთან ერთად მოამზადა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)