|
2017-09-13 05:35:00, 2198 ნახვა
კომენტარი
სუბარი: რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება
„რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, ზოგადად კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. „უკრაინის შიდა საქმეა სამართლებრივად, რა იქნება, როგორ იქნება“,-აღნიშნა სუბარმა. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას, სუბარის განმარტებით, ექსტრადირებაზე მოთხოვნა რამდენიმე წლის წინაა გაგზავნილი და შესაბამისად, არანაირი ახალი მოთხოვნა არ არსებობს, „ერთადერთი, რაც გაკეთდა ბოლო პერიოდში, უკრაინამ კითხვა დასვა, რომ ძალაში არის თუ არა ექსტრადირების მოთხოვნა, ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ შეცვლილა”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)