13:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 03:48:59, 2262 ნახვა

კომენტარი
ირანის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები აღნიშნეს და ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმნენ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო ტურიზმის სფეროში  თანამშრომლობას, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ის შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველ წელს იზრდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics