11:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 05:33:57, 2194 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის  (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია,  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაესწრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics