|
2017-09-10 04:07:44, 2354 ნახვა
საზოგადოება
ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი. მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად,მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 754 998 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46255 ჰექტრამდეა გაზრდილი.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)