20:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 07:28:16, 2354 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო.

მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გამართა. კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს.

მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს.  

„ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს. 

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების  მიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.

კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველი თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისის იერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს. 

მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც შეხვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics