20:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 12:05:00, 2374 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება.

ამის შესახებ მან საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამისთვის საჭიროა, ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული - არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე  საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ეს ადგილები მწვანე სივრცეებს დაეთმობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს შვილებს სჭირდება. ყველა მძიმე დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არის გამონაბოლქვი, არ არის გამართული სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ დღეს საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის სამი კანდიდატი დავით უთმელიძე, ავთანდილ ცინცაძე და ვახტანგ შაქარიშვილი წარუდგინა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics