20:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 10:28:29, 2256 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა.

„ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად, რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს“, - ასე შეაფასა თანაგუნდელი კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის, კერძოდ, ჩუღურეთის პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს და მათ გადაწყვეტას მისი გუნდის დახმარებითა და მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს.

„ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, სკოლამდელი განათლების, სოციალური პროგრამებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებითაქტიურად იმუშავებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქში12 ახალი ბაღი გაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებსყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. სპორტი და სპორტული ცხოვრება - ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის, განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის, ძველი თბილისის - არამხოლოდ კონკრეტული ქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიის პროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული მცხოვრები შეძლებული და წელგამართულიარ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა.

მან  მმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა. ჩემთვის ორმაგი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს და რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა.  მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება დედალაქს და შეუძლია, თბილისი სიცოცხლის ქალაქად გადააქციოს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics