20:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 04:18:22, 2002 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება, ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედება და სიღარიბის დაძლევა.

„ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიება, და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. პირველ რიგში, ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირების ხარჯზე, ქალაქს გამოუთავისუფლდება მინიმუმ 10 მილიონი ლარი, რაც განვითარებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სპორტზე და კულტურაზე გადამისამართდება. არავითარ პრემიას არავინ აღარ მიიღებს. არავის აღარ ეყოლება პერსონალური ავტომობილი მძღოლით. რამდენიმე მორიგე მანქანაც საკმარისი იქნება მერიისთვის. სჯობს ეს ავტოპარკი გავყიდოთ აუქციონზე და ამის ხარჯზე დამატებითი სასწრაფო დახმარების მანქანები ვიყიდოთ.

ქუთაისის განვითარების ერთერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ.  როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები - სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი - დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიცების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილის და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე.

ქუთაისი ტრადიციულად არის მაღალი განათლების ქალაქი. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სიღარიბეს, უარი გვათქმევინოს სრულფასოვანი განათლების მიღებაზე. ქალაქი ვალდებულია დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ამაში. დაწესდება მერის სტიპენდია გაჭირვებული ოჯახებისთვის და ასევე სპეციალური ფონდი, განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად.

უდიდესი უსამართლობა და ტრაგედიაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სახსრები არა აქვთ. ამ დროს, ქუთაისელებს უნდა ქონდეთ ქალაქის ხელისუფლების იმედი და თავს არ გრძნობდნენ მიტოვებულად და დაუცველად. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სპეციალური ფონდი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ისეთი ოპერაციებისთვის, რომელთა გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია.

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ახალგაზრდობა და სპორტი. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს რაგბიში და ფეხბურთში საქართელოს ჩემპიონობის ტიტულები, ამას კი ამ სფეროზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვთა ფეხბურთის და რაგბის ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს პრიორიტეტებში ეს საკითხიც შედის და გპირდებით, ჩვენ დავიბრუნებთ დიდი სპორტული ქალაქის სტატუსს.

ქუთაისს უბრწყინვალესი და საამაყო ისტორია აქვს. ამ ქალაქის შვილებს საერთო ქართულ საქმეში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, მაგრამ გვეყოფა წარსულით ცხოვრება! დრო არის, ვიშრომოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი დროით იამაყონ. ეს კი ქალაქის განვითარების, ქალაქისთვის ახალი პერსპექტივების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ!“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics