12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 02:08:55, 2085 ნახვა

საზოგადოება
ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა, - ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შეძენილ იქნა 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი.

ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ისინი ქართველი მეხანძრე–მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბ–ნ კახა ცერცვაძეს დღეს გადასცა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ–ნ შალვა კვინიხიძეს, შსს საერთაშორისო განყოფილების უფროსს და ბ–ნ ზურაბ დარჩიაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსს, გაწეული თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, MASHAV-ის პროგრამით საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში 1000–ზე მეტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი იმყოფებოდა ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. MASHAV-ი ასევე აქტიურადაა დაკავებული საქართველოში ისრაელელი ექსპერტების ჩამოყვანითა და ადგილზე ტრეინინგ–კონსულტაციების ჩატარებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics