20:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:56:54, 2270 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“  პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის საკითხზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაკავება მარტივი საკითხი არ არის.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაკეთდა იყო ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მე მაქვს სამართლებრივი უფლება უკრაინაში შესვლის და მე შევალ უკრაინაში. როგორ?  მაგას ვნახავთ 10-ში. უკრაინაში მყავს მილიონობით მხარდამჭერი, გაზვიდების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, რამდენი მოვა საზღვარზე და მეორე, რამდენი მიჭერს მხარს. ძალიან ბევრი მიჭერს მხარს.  მეორე, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში.  ახლა თეორიულად  ამის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს, ამის  ბრძანება კი შეუძლია მხოლოდ პოროშენკოს და  თუ ამაზე წავა დაიჭერენ“,-აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics