10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:22:34, 1978 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა საზღვაო სეზონზე საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის მამაკაცი.

წელს მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ. წყალზე მაშველებს, მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, ასევე,  პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ჩანთები გადაეცათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics