|
2017-09-07 08:38:28, 1083 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილ ივერი ბუაძეს დღეს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. „გუშინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)