12:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 05:12:30, 2147 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

როგორც მინისტრმა განმარტა, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო და საინვესტიციო წყარო დიდწილად საბანკო დაფინანსებაა.

“საუბარია იმაზე, რომ კომერციულ ბანკებს დროებით მფლობელობაში შეიძლება ჰქონდეთ საშუალება მიწის საკუთრებაში ქონის, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის გირაოში აღება. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ქართული ინსტიტუციები, თუმცა ჩვენი ბანკების დიდი ნაწილი არის საერთაშორისო ბაზრებზე, მათი აქციები არის კვოტირებული და შესაბამისად, მათი მფლობელობის სტრუქტურა არის საერთაშორისო. თუმცა, ეს არის ქართული ინსტიტუციები და აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა, რის შემდეგაც მათ, ისევე როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ ვალდებულება, რომ მიწა გასხვისდეს ქართველ მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს უფრო არის დაზუსტებები, იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა. ეს არის დაზუსტებები, იმისთვის, რომ კომერციულ ბანკებს, რაც ყველაზე აქტუალური საკითხია, ჰქონდეთ სწორად და გამართული ფუნქციონირების საშუალება, რაც მიწის პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ძირითადად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობაში და საინვესტიციო წყარო დიდწილად არის საბანკო დაფინანსება. შესაბამისად, საბანკო ინსტიტუტის ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საკითხები დასაზუსტებელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics