|
2017-09-07 01:38:35, 2219 ნახვა
საზოგადოება
შსს: ართანას ტყეში ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია
შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა, რომლებმაც, როტაციის პრინციპით, ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ჩაანაცვლეს. „თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე-მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)