|
2017-09-06 07:50:42, 2298 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის პარლამენტის შენობის შუშის კონსტრუქციის შეცვლა იგეგმება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ქუთაისის პარლამენტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება როგორც შენობის მოწესრიგება, ისე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კობახიძის განმარტებით, მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა, რომელიც საყოველთაო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი: „მოსაწერიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რეაბილიტაციას საჭიროებს პარლამენტის შენობა, პირველ რიგში გადახურვა, არის სერიოზული პრობლემები, წყალს ატარებს არსებული გადახურვა, პოლიმერის საფარითაა რეაბილიტაცია ჩასატარებელი. მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. აქაც ორი პრობლემაა. ერთი რომ წყალს ატარებს შუშის კონსტრუქცია და მეორე ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ არსებული კონსტრუქციის პირობებში. აქედან გამომდინარე, აქაც გვაქვს რეაბილიტაციის საჭიროება. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. მათ შორის ავტოსადგომია მოსაწყობი. ტერიტორიის მოწესრიგებაა აუცილებელი. გამწვანება შეგვიძლია ამ ტერიტორიის და შეგვიძლოია მოვაწყოთ პარკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზინადართა საბჭოს დაავალა, სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი, რათა დაიწყოს მუშაობა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)