|
2017-09-06 06:32:23, 7608 ნახვა
High - Tech
დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალ შენობას ააშენებენ
დუბაი-კრიკ ჰარბორის ტერიტორიაზე მშენებარე ცათამბჯენი 2010 წლიდან მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას ბურჯ-ხალიფას სიმაღლეში გაასწრებს. "კოლოსალური გიგანტის" მშენებლობისთვის რეკორდულად მაღალი 72 მეტრიანი ბურჯები გახდა საჭირო, რაც თავისთავად მსოფლიო რეკორდია. ერთი ბურჯისთვის ჩასხმისთვის 45024კუბური მეტრი ბეტონია საჭირო. მშენებლობის დასრულების შემდეგ დუბაი-კრიკ ჰარბორი ბურჯ ხალიფას სიმაღლეში 98 მეტრით გაასწრებს. ეს კოლოსალური შენობა დუბაიში ახალი რაიონის ცენტრად უნდა იქცეს, მის ირგვლივ სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. შენობის პროექტი ესპანელ არქიტექტორს სანტიაგო კალატრავეს ეკუთვნის. შენობის პროექტში სასტუმროს, მაღაზიების კომპლექსის და ბიზნეს-ცენტრების გარდა დაკიდული ბაღები და მოძრავი აივნებია გათვალისწინებული. დუბაი - კრიკ ჰარბორის შიდა სამუშაოები 2020 წლის სექტემბრამდე დამთავრდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)