2017-09-05 14:38:18, 2332 ნახვა
კომენტარი
თელავის მერობის კანდიდატი: ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება
„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრიორიტეტების გარდა, მნიშვნელოვანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა გამოწვევების დაძლევა, რასაც მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს კახეთის რეგიონში მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.
(NS)
ავტორი: ,