2017-09-05 12:34:59, 2166 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, კახეთში, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ
კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, - ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.
(NS)
ავტორი: ,